Welcome mogerapors | RSS

Site menu

News topics
Soft [38]
Letters [4]
Movies [15]
Videos [20]
Games [41]
Music [11]
xXx/18+ [18]
Prikols [2]
E-Book [6]
Other [12]

Our survey
Rate my site
Total of answers: 203

Site friends

Statistics

Main » 2007 » February » 26 » შიკარი
შიკარი
3:46 AM
მარტოობისას

ბრძანეს და გიხმეს, გიხმეს და ინდე-
სვეტიცხოველი – ღმერთამდე დიდი.
შორენას ბაგის გახსნილი კიდე,
სევდაჩამდგარი თვალების ბინდი.

დაგქონდა, როგორც ცეცხლი პრომეთეს,
ყველა ქვას ქვაზე სათუთად დებდი…
და მაინც მკლავი რისთვის მოგკვეთეს,
ვერ გამიგია, ოსტატო, დღემდის.

თითქოს ის სვეტი ვერ გაპატიეს,
თითქოს არ უნდა აგეგო მეტი,
არადა, ქალი ვერ გაპატიეს,
ქალი ტაძარზე ძვირფასი შენთვის!

...

მზესთან მთვარეს დავაბარე მოკითხვა,
ღრუბლის ხონჩით გავატანე სადილი…
მერე ჩემი ბედაური მოვიხმე,
ყელს შევაბი შენი თეთრი მანდილი.

ქუსლი ვკარ და შევერიეთ გარიჟრაჟს,-
შენს ნატერფალს გამოვყევი ფარულად,
ჩემი თეთრა გრიგალივით გაგიჟდა-
თითქოს იგრძნო ჩემი სულის მარულა.…

ქარაფები უკან ჩამოვიტოვე:
ძირს ეფინა ყვავილების ფარდაგი,
ლურჯ წყაროსთან შენი თმები ვიპოვე...
(მე მეგონა ბეწვსაც არსად კარგავდი),

ვით მოგაგენ, ალბათ, დღესაც კვირდები,
რა იცოდი თმა თუ გაგიმეტებდა,
მე კი ტრფობით გამომსკდარი კვირტები
გაზამთრებულ გულში აღარ მეტევა.…

როგორც იქნა მაგ დალალებს ეღირსა
ჩემი მკლავი – დამშეული აკვანი…
დღეს მტვერი ვარ შენი ბროლის ფეხისა
და ალერსით გაღებული საკანი.

M ...

მე უკვე ვიცი დედამიწა იებით ტირის
D და ხეებით საუბრობს მზესთან,
ხოლო ხეები ნაკადულში აწებენ ფესვებს,
რათა სიტყვებს არ მოაკლდეთ მიწის მარილი...
მე ისიც ვიცი, რომ ქვა ასაკს იმატებს ხავსით,
ხოლო ქალები გრიმით იკლებენ (ორიოდ წამით)
და მე იმდენი სიკვდილიც ვნახე,
რომ გამეგო სიცოცხლის ფასი...
ვიცი რომ ბევრი ძილით იღლება-
მე დავაგროვე იმდენი სევდა,
რომ ღიმილთან მჭირდება ქრთამი...
და სიკვდილამდე რომ ვუყვირო
ვარსკვლავებს ცაზე-
ჩემ ნებაზე არ მოწყდებიან...
ათასი ძარღვი რომ გავუხსნა
ერთი-ორ სურვილს,
გარეთ ვერაფრით გამოწვდებიან...
ვერ დავიძინებ იმდენ ხანს, ალბათ,
ბავშვობის სპეტაკ სიზმარში რომ შებრუნდეს სული...
ვერც იმ კოშმარებს გამოვტოვებ-
ცახცახს რომ მგვრიან.
მე ვიცი უცებ რომ დავბერდი,
როგორც ცისკარი,
და რაც ვინატრე,
ყველაფერი აღმოჩნდა გვიან!
... და სულმა ლამის კაბასავით გაიძრო ხორცი.

...

ის დღე მთავრდება უთენებლად, შენ რომ არ მოხვალ...
თუ ვერ დავენდე შენი მხრების ძარღვიან კუნთებს-
შემომეხვევა უთავბოლო ყიჟინი სხვათა
და აღტკინებით ველოდები შეხვედრის წუთებს.
(ო, უშენობას უთვალავი ტკივილი მოყვა),
და ღამეს ვუთევ შენ თეთრ სახეს, ვნებიან სუნთქვას
და მენატრები! Mმენატრები გულის წასვლამდე.
ხან ბუხრის პირას, ხან მინდორში, ან სადაც გნახავ-
გიყვები წვრილად, ვისაც ჩემთვის რაიმე უთქვამს..
და მიხარია, რომ არსებობ, რომ მეძნელები
უჩვეულო ერთადერთობით,
შენ რომ არ იყო, რად მინდოდა ამდენი რამე,
ამდენი ცრემლი... ეს მაისი... ეს ენძელები.
შენთან პაემანს ჩემი სულის აღლუმი მოაქვს,
დაგეძებ ყველგან: ქარში, დარში, მზეში, წვიმაში…
და გადაწოლილს შენს მკლავებზე, როგორც ფიფქებზე,
გაშიშვლებული ფიქრი მიდევს მე შენს წინაშე (აქ ცრემლის დროა)...
მტანჯავ და გტანჯავ, მიყვარხარ ვერ გთმობ!
ეს ვერშელევა- ვებერთელა იმედის გუნდა
თუ შემომადნა ცხოვრების ხვატით-
(და გიგრძნო გულმა)
ერთად გავხედოთ სიცოცხლის გაღმა,
იქ მაინც შენი ვიქნები მარტო,
იქ კი, უკუღმაც იქნება წაღმა!
...ეს ლექსი ჩვენი შვილი იყოს ჩვენსავით სადა,
მიტოვებული, უმწეო და გაუმხელელი...
მე თანახმა ვარ, მოგყვები ცოლად,
გამომიწოდე თეთრი ხელები,
რომ გახელებით ჩაგეხვიო
და ერთად ვიყოთ...

P.შ. მე მარტოობას მივყვები ცოლად...

Category: Prikols | Views: 891 | Added by: lerikoo | Rating: 4.0/1 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
  The best portal   Main Page   Register   Log in  
Login form

News calendar
«  February 2007  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728

Search


Copyright MyCorp © 2024 Create a free website with uCoz