დაუმთავრებელი პოეზია მე მთელი ცხოვრება ვლაპარაკობდი ჩუმად, ძლივს გასაგონად და ჩემი რომ არ ესმოდათ, მიკვირდა. მე მთელი ცხოვრება არ მიხდიდნენ მადლობას გაკეთებული სიკეთისათვის და მიკვირდა: თავიდან. უკვე ხანდახან მიხდიან. მე მთელი ცხოვრება არ ვამბობდი, რა მინდოდა: მინდოდა მიმხვდარიყვნენ, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა. ახლა ლაპარაკი ვისწავლე, ხანდახან ხმამაღალიც.
|